არჩილ თალაკვაძე: „საჭიროა მივიღოთ ცვლილებები და კარანტინის წესის დამრღვევთათვის სანქციები დაწესდეს“
17-03-2020, 13:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას შეეხება - თითოეული ასეთი შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რის უფლებაც ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ახლა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

 

 

მისი თქმით, პარლამენტი აგრძელებს მუშაობას და მზად არის იმ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების განხილვისა და მიღებისთვის, რომელიც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება. მისი თქმით, იმ შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით, როდესაც პოლიციამ კარანტინის წესის დარღვევებზე მოახდინა პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა, საჭირო ცვლილებები დამუშავდეს.

 

 

„ჩვენ გვჭირდება მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველო ახლა ახერხებს, ეპიდემიური რისკების ეფექტურად მართვით, ჩამორჩეს ეპიდემიის გავრცელების პიკს და მსოფლიოში არსებულ საერთო მაჩვენებლებს, რაც იმედის მომცემი ტენდენციაა.

 

 

„ეს არის იმედის მომცემი ტენდენცია, რომლის შენარჩუნებასაც ჩვენი სამსახურები ახერხებენ, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ ვიდრე მოხდება მედიკამენტის შემუშავება და მისი ჩაშვება ფართო მოხმარებაში, ან მოხდება ვაქცინის შემუშავება, ან ეპიდემიის პიკი გადაივლის, ნებისმიერ ამ სამ ლოგიკაში, ის, რასაც დღეს აკეთებს ჩვენი ქვეყანა და ახერხებენ ჩვენი სამსახურები, არის ძალიან შედეგიანი და ძალიან მისასალმებელი. ამიტომ, ყველას გთხოვთ და განსაკუთრებით, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ერთად შევინარჩუნოთ ვითარება, რომელიც ახლა გვაქვს. ბევრმა ქვეყანამ ეს ვერ მოახერხა, საქართველომ ეს მოახერხა და ეს არის ძალიან დასაფასებელი. მინდა, მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს ყველა წევრს, და ყველა იმ ადამიანს ჯანდაცვის სფეროში, თუ სხვა მოკავშირე სამსახურებში, რომლებიც დღეს წინა ხაზზე დგანან და ამ რისკებს უშუალოდ ებრძვიან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

პარლმენტის ბიურომ, 17 - 20 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე მსჯელობისას, კენჭსაყრელ საკითხებს დაამატა პარლამენტის დადგენილების პროექტი „ნინო ქადაგიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“, ხოლო განსახილველ საკითხებს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“.

 

 

დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/12/1237 განჩინებასთან. კანონის პროექტი აწესრიგებს გამოძიების ეტაპზე გამოსაკითხი პირის დაცვის მხარის მიერ მოწმედ დაკითხვის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხს.

 

 

მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ორმოცდაათზე მეტი განსახილველი საკითხია შეტანილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი