მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"ბევრმა ავიაკომპანიამ გააჩერა ან აჩერებს ავია მიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე - სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.
აღნიშნული დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება დაგეგმონ შესაბამისი მარშუტები.
აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ფრენების განრიგის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ექსელის ცხრილი - განახლებულია 16.03.2020 20:20 სთ-ზე
მონაცემები განახლებადია ყოველ დღე!
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი +995 32 294 5050" , - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.