ირანმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად დროებით დაახლოებით 85 000 პატიმარი გაათავისუფლა ციხეებიდან. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელმა, ღოლამჰოსეინ ისმაილმა განაცხადა: „გათავისუფლებულთაგან დაახლოებით 50% უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პატიმარია... ასევე ციხეებში ჩვენ, აფეთქებასთან საბრძოლველად სიფრთხილის ზომები მივიღეთ“.
ირანელ მაღალჩინოსანს არაფერი უთქვამს იმის შესახებ თუ როდის დააბრუნებენ უკან დროებით გათავისუფლებულ პატიმრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
გათავისუფლებულთა შორის პოლიტიკური პატიმრებიც არიან.
ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 853-ს მიაღწია, ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა საერთო ჯამში 14 991-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.