გიორგი გახარია: „კრიტიკულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად ვიზრუნოთ 70 წელს გადაცილებულ ჩვენს მოქალაქეებზე“
17-03-2020, 16:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული, უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, თითოეულის. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად დღეს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფოსტას დაევალა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, იმ მომსახურების გაწევისთვის, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა.

 

 

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული და შეუძლებელია, ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს. ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. ერთმნიშვნელოვნად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი