ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის მოსახლეობამ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, გამგებლმა გაგიკ კარსლიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა დღეს სოფელ განძის 1 313 მ შიდა სასოფლო გზის მოასფალტებული მონაკვეთი გახსნეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ საქართველოს მთავრობასა და ნინოწმინდის ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.