მაშინ როდესაც ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ორგანიზაციები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, უმნიშვნელოვანესია აბონენტებს უწყვეტი ინტერნეტ მომსახურება ჰქონდეთ, - კომუნიკაციების კომისია მოქალაქეებს ინტერნეტის მიწოდების ხარისხის შემოწმებას დისტანციურ რეჟიმში სთავაზობს.
იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს შეუზღუდავად მიეწოდებოდეს ხარისხიანი ინტერნეტი, კომუნიკაციების კომისია აქტიურად ახორციელებს ინტერნეტის ხარისხის 24 საათიან კონტროლს. შეგახსენებთ, რომ ვებ-გვერდის - www.sheamotsme.ge საშუალებით, ყველა მოქალაქეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შეუძლია შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, www.sheamostme.ge ვებ-გვერდიდან, ონლაინ რეჟიმში მარტივად შეგიძლიათ გამოაგზავნოთ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მყისიერად დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.
კონკრეტულად, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, დეტალური ინსტრუქცია იხილეთ www.sheamotsme.ge ვებ-გვერდზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოგვწერეთ კომისიის სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/gnccge/ ან კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gncc.ge.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.