იუსტიციის სამინისტრო პოტენციურ მომჩივნებსა და ადვოკატებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ატყობინებს
17-03-2020, 18:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის სამინისტრო პოტენციურ მომჩივნებსა და ადვოკატებს ატყობინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს.
 


"კერძოდ, სასამართლო გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუმცა აგრძელებს ძირითად საქმიანობას განსაკუთრებით, საქმეებზე რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტი. აგრეთვე, შექმნილია პროცედურა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიებების გადაუდებელი მოთხოვნების განსახილველად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროცედურა ვრცელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, სადაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი საფრთხე.
 


პოტენციური მომჩივნებისა და ადვოკატებისთვის საყურადღებოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის 6-თვიანი ვადა, საგამონაკლისოდ, შეჩერებულია 2020 წლის 16 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში. ამასთან, მიმდინარე პროცედურების ფარგლებში განსაზღვრული ვადები შეჩერებულია 2020 წლის 16 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში.
 


სასამართლოს ფუნქციონირების ზემოხსენებული ახალი რეჟიმი ექვემდებარება მუდმივ გადასინჯვას, გარემოებების ცვლილების გათვალისწინებით" , - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი