სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში ჩავიდა
11-09-2015, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთში იმ გლეხებთან შესახვედრად ჩავიდა, რომლებიც დღეს საპროტესტო აქციას მართვადნენ, თუმცა ისინი ადგილზე აღარ იყვნენ.


"ჩვენ ჩამოვედით, მაგრამ გლეხებს ვერ შევხვდით, რადგან ადგილზე აღარ არიან. ახლა ყვარელში მივდივართ, რომ ქარხნები დავათვალიეროთ და ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი. თუ სადმე შევხვდებით გლეხებს, რომლებსაც ფასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, ბუნებრივია გავესაუბრებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ადგილი აქვს მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია და ეს ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით. პირველი - ეს არის სუბსიდირება, რომელიც ძალაში დავტოვეთ (35 თეთრი თეთრ ყურძენზე და 15 თეთრი შავ ყურძენზე). მეორე - ყველა რეგიონში მოწყობილია სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები, სადაც ყურძენს საკმაოდ მაღალი ფასები აქვს და გლეხებს შეუძლიათ ალტერნატივად ეს განიხილონ და მესამე - მზად ვართ ჩვენც ჩავიბაროთ ყურძენი იმ შემთხვევაში, თუ მას არ იბარებს კერძო სექტორი. ჩვენი ფასი არის იმაზე იაფი, ვიდრე საბაზრო ფასი, რადგან ჩვენ არ გვინდა ვიყოთ კერძო სექტორის კონკურენტი", - განაცხადა ოთარ დანელიამ და დაამატა, რომ  ყურძნის ფასთან დაკავშირებით გლეხების პროტესტი მართული პროცესია.



"ფაქტი სახეზეა – ის, რაც მოხდა გუშინ და ხდებოდა დღეს, მე მგონი თვალსაჩინოა, რომ არის მართული პროცესი. ჩვენი სურვილია, გლეხები ვერავინ შეიყვანოს შეცდომაში და არ ჰქონდეს ამას სპეკულაციის სახე", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


რაც შეეხება უშუალოდ კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს, ოთარ დანელიას ინფორმაციით, ის ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი