საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მთავრობის ადმინისტრაცია გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე და ტელეკომპანიებს „პირველი არხის“ საერთო სიგნალის საშუალებით მიეწოდებათ ვიდეო განცხადებები.
აღნიშნულის შესახებ მთავრობის სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გადადის განსხვავებულ რეჟიმზე ბრიფინგების ტრანსლირებისა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „პირველ არხს“, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ იმისათვის, რომ თითოეულ მაუწყებელს მიაწოდოს საერთო სიგნალი და თქვენ გექნებათ საშუალება წინასწარ მოაწოდოთ შეკითხვები ჩვენს პრესსამსახურს, რომელზეც ჩვენ მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს საქმიანობა მოითხოვს ოპერატიულობას და ოპერატიულ რეჟიმში შეიქმნება ასევე ოპერატიული პლატფორმა და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ თქვენ შეკითხვას ვუპასუხოთ“, უთხრა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.