თბილისის მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები მუშაობას აჩერებს
18-03-2020, 14:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგის დაწყებისას მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

 

"ჩვენი გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონულ მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის  სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის. 

 

 

მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისაღებში ერთდროულად შევიდნენ. 

 

 

მისაღებში მოქალაქეებს ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ, რის შემდეგაც ჩვენი სამსახურების თანამშრომლები წერილს გაეცნობიან და მოახდენენ რეაგირებას.

 

 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდება სრულად უკონტაქტოდ ვერ განხორციელდება, ვინაიდან, ჩვენს თანამშრომლებს ხშირად უწევთ მოქალაქეების დახმარება წერილის შედგენასა და განაცხადის დაწერაში. სწორედ ამიტომ, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს, რომელთაც ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მიმართულებით, გარკვეული დახმარება ესაჭიროებათ.

 

 

ამასთან, ამიერიდან, ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება, მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი.

 

 

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდეთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, დაიცავით რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის, მუნიციპალური სერვისებით ისარგებლეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

 

 

მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას - ესაა მოხალისეები ჩართულობა. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და  ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება.

 

 

აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა და ჩაერთოს მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, დარეკეთ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22, სადაც მოგაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ. წითელი ჯვრის დახმარებით, მოხდება თქვენი გადამზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ ყველა იმ ღონისძიების დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. გექნებათ სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რათა იყოთ სრულად მომზადებული, რომ არ დააზიანოთ საკუთარი თავი და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები.

 

 

ასე ერთობით, ორგანიზებულად, საჭირო ცოდნით შეიარაღებული, შევძლებთ, გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას. ყველანი  ვთანხმდებით, რომ დღეს ჩვენ ავტობუსების ან საწვავის ნაკლებობა ნამდვილად არ გაგვაჩნია, აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ერთობა, რადგან ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან, თუ ამის აუცილებელი საჭიროება არ არსებობს" , - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი