პირი, რომელიც სავარაუდოდ თვითიზოლაციის პირობებში უნდა ყოფილიყო, თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა. სამარშრუტო ტაქსის შეჩერება სამართალდამცველების ჩარევის შედეგად ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ სვენეთთან მოხდა, თუმცა აღნიშნულმა პირმა გაქცევა მოახერხა.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მარი გიუნაშვილის თქმით, გაქცეული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენას პოლიცია ცდილობს.
„პირი, რომელიც თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა, პოლონეთიდან იყო ჩამოსული. ეს ინფორმაცია მგზავრებმა გაიგეს და სავარაუდოდ მათ გამოიძახეს პოლიცია. ის ტელეფონზე უყვებოდა ვიღაცას, რომ პოლონეთიდან იყო ჩამოსული. როგორც ვიცი, გაიქცა“, – განაცხადა მარინე გიუნაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.