ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალია. მანვე აღნიშნა, რომ ინფექციის მქონე არასრულწლოვანთა მდგომარეობა სტაბილურია.
"პრინციპში, ეს ჩაითვლება შედარებით მაღალ პროცენტად, სხვა ქვეყნებთან განსხვავებით. ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება იმ მონაცემებს, რაც დადებულია სხვა ქვეყნებში, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში, ამ ეტაპზე, 38 ინფიცირებულიდან 4 პაციენტი 14 წლამდე ასაკისაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.