ნათია თურნავა: „კომუნალური გადასახდების გადავადება ამ ეტაპზე არ იგეგმება“
18-03-2020, 16:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომუნალური გადასახდების გადავადება ამ ეტაპზე არ იგეგმება, - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

 

 

„მთავრობას კარგად ესმის, რომ ბევრ მოქალაქეს ფინანსური პრობლემა შეექმნა და ყველანაირად ცდილობს ბიზნესისთვის ვითარების შემსუბუქებას, რათა მათი თანამშრომლების შენარჩუნება მოახერხონ. თუმცა ამ ეტაპზე კომუნალური გადასახდების გადავადება არ იგეგმება.

 

 

რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებლები, იქნება ეს „თელასი“, „ენერგოპრო“ თუ „თბილისი ენერჯი“, ეს არის კერძო კომპანიები. მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ დღეს, როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადი გადავადდება, არ დგას“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

კომენტარები: 1
#1   marine japaridze
      
ქვეყანას ასე უჭირს,ქვეყანას კი ადამიანები შევადგენთ,თუ გესმით მაგდენი,რომ ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს კიდევ გაუჭირდათ,გადაავადეთ კომუნალური გადასახადები, გაუქმებას არავინ გთხოვთ, ისე როგორც სხვა ნორმალური ქვეყანა,თუნდაც იტალია,სამსახურებიდან გაუშვით ხალხი, გარეთ გამოსვლას გვიკრძალავთ და რა ვქნათ? არ გვაქვს ბატონო ბდაგროვილი კაპიტალი არაააა....
18 მარტი 2020 10:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი