მართლწესრიგის დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს იმ დამატებითი შესაძლო ზომების მიღებაზე, რომელიც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის იძულების წესით კარანტინში გადაყვანილია 100-მდე მოქალაქე.
პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები და გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან ახლობლებს და მთლიანად, საზოგადოებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.