თბილისის ათივე რაიონის მასშტაბით, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები ურიგდებათ.
აქცია, მოხალისეების ინიციატივით, რაიონული გამგეობების დახმარებითა და თბილისის საკრებულოს ჩართულობით მიმდინარეობს.
დედაქალაქის მასშტაბით, ნობათების დარიგების პროცესი ხვალამდე გაგრძელდება. რაიონული გამგეობების თანამშრომლები და მოხალისეები საჭირო პროდუქტებს 370 ოჯახში მიიტანენ. ასევე, ნობათები დაურიგდებათ თბილისის რამდენიმე თავშესაფრის ბენეფიციარებს, მათ შორის თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მობინადრეებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.