ინფექციურ საავადმყოფოში მისულმა გახარიამ თენგიზ ცერცვაძეს და კლინიკის ექიმებს უთხრა: მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ
18-03-2020, 20:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის.

 

 

მთავრობის მეთაური ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ექიმებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლის პროცესში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და პაციენტების მდგომარეობის შესახებ.

 

 

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ წინ უფრო რთული გამოწვევებია და ამ პროცესში ყველას განსაკუთრებით ექიმების პროფესიონალიზმის იმედი აქვს.

 

 

მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფი, რომელსაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. პრემიერის განცხადებით, სწორედ თენგიზ ცერცვაძე იქნება პასუხისმგებელი მკურნალობის პროცესის წარმართვაზე.

 

 

„მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ. მესმის, წინ რთული გამოწვევები გველოდება და აქაც თქვენი იმედი გვაქვს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს. კარგად ვიცით პრობლემებიც, შენობიდან დაწყებული, სხვა მიმდინარე თემებიც, რომლებსაც სწრაფად მოვაგვარებთ. ახლა მთავარი ამოცანაა ამ ვირუსის დაძლევა და მაინტერესებს, როგორია თქვენი პროფესიული მოსაზრება, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისე გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მოქალაქის ჯანმრთელობამაც, ეკონომიკამაც და საერთოდ ქვეყანამაც. ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, ჩვენ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და გაგვიჭირდება მსგავსი შედეგებით ამ გამოწვევიდან გამოსვლა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ ზიანის მინიმიზებისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარებით. ამიტომ, ბატონო თენგიზ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მთელ გუნდს. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ. მინდა, მთავრობის თითოეული წევრის და მთლიანად, გუნდის სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს და კლინიკის ექიმებს.

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პრემიერ-მინისტრს კლინიკაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა უშუალოდ გიორგი გახარიას და მისი პირდაპირი სამთავრობო მმართველობის უმნიშვნელოვანეს როლს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ეფექტურობაში. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა სულ სხვა დონეზე აიყვანა საპასუხო ღონისძიებების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა - კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე საქართველო საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ბევრ ქვეყანაზე უკეთეს პირობებში იმყოფება.

 

 

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, სახელმწიფო მფლობელობაში არსებული 4 წამყვანი ჰოსპიტალის - რესპუბლიკური საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკის, გორის ჰოსპიტალისა და ბოჭორიშვილის კლინიკის უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის გამოყოფა და კლინიკური მართვის ერთიანი სისტემის დაწესება ძალიან დროული და სწორი იყო.

 

 

მთავრობის მეთაურმა დღეს პირადად დაათვალიერა ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის ადმინისტრაციული შენობა, სადაც დღემდე არასათანადო პირობებია და წყალი ჩამოდის. კლინიკის დირექტორის განმარტებით, შენობის არასათანადო მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ 2009 წელს, წინა ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები კერძო კომპანიას მიჰყიდა. თენგიზ ცერცვაძემ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომლითაც ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან დაკავშირებული პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი