მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის ,,ბერმუხას“ სტადიონზე ევროკავშირის სპორტული პროექტი ,,სკოლა+სპორტი+პოლიცია“ საზეიმოდ დაიხურა. პროექტი საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას, კონფლიქტების თავიდან აცილების წარმატებით გადაჭრას, სპორტის მეშვეობით ბავშვთა და მოზარდთა დანაშაულის პრევენციას.
მარტვილის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაში 200-მდე ბავშვი მონაწილეობდა. მათ შორის; სოციალურად დაუცველები, იძულებით გადაადგილებული და შშმ პირები.
საორგანიზაციო ხარჯები პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოყო, ხოლო სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფა ,,სახალისო ფეხბურთი ასოციაციასთან“ ერთად თანადაფინანსებით მარტვილის საფეხბურთო სკოლამ განახორციელა.
პროექტის დახურვის ცერემონიალს ესწრებოდნენ ამ დღისათვის საგანგებოდ ჩამოსული ვეტერანი ფეხბურთელები: გოგა გახოკიძე, ლევან კობიაშვილი და სხვები.
პროექტში მონაწილეებს მიესალმნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა და პროექტის ორგანიზატორი ბადრი ქარქაშაძე. ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა მონაწილეებს დიპლომები და პრიზები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
დღის ბოლოს მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა უმაღლესი ლიგის თამაში მარტვილის ,,მერანსა“ და თბილისის ,,დინამოს“ შორის, რომელიც თბილისის ,,დინამოს“გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით : 3 - 1.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.