კორონავირუსით დაღუპულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა იტალიაში - 475 გარდაცვლილი 1 დღეში
18-03-2020, 21:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდულად, 475-ით გაიზარდა, რაც ინფექციის აფეთქებიდან ყველაზე დიდი ზრდაა და საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვმა თითქმის 3 000-ს მიაღწია.

 

 

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 35 713 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 000-ზე მეტი წარმატებით გამოჯანმრთელდა.

 

 

ყველაზე მეტი მსხვერპლია ლომბარდიაში, სადაც ერთ დღეში 319 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

იტალია ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ვირუსმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისთვის სულ მცირე 8 758 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, უმეტესობა ჩინეთში. 

 

 

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 33-ით მოიმატა დიდ ბრიტანეთში და 104-ს მიაღწია. სამშაბათის მონაცემებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 71-ს შეადგენდა.

 

 

ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 32 ადამიანი ინგლისში გარდაიცვალა, ერთი კი შოტლანდიაში.

 

 

ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) ცნობით, გარდაცვლილი პაციენტები 59-დან 94 წლის ასაკობრივ ზღვარში იყო მოქცეული და კორონავირუსის შეყრამდე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა გააჩნდათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი