ახალი კორონავირუსის მზარდი გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მომატების გამო დიდმა ბრიტანეთმა სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სკოლები დაიკეტება პარასკევს, შემდგომი განცხადების გაკეთებამდე.
ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ ლონდონში უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს.
ბორის ჯონსონის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ცნინილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ დიდ ბრიტანეთში 33-ით მოიმატა და 104-ს მიაღწია. სამშაბათის მონაცემებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 71-ს შეადგენდა.
ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 32 ადამიანი ინგლისში გარდაიცვალა, ერთი კი შოტლანდიაში.
ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) ცნობით, გარდაცვლილი პაციენტები 59-დან 94 წლის ასაკობრივ ზღვარში იყო მოქცეული და კორონავირუსის შეყრამდე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა გააჩნდათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.