ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტი: „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის – ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განახორციელა.
აღნიშნული პროექტის მეშვეობით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12 ბენეფიციარს სხვადასხვა სახის ტექნიკა (მოტობლოკები, საკერავი მანქანები, გაზქურა, მაცივარი) უსასყიდლოდ გადაეცა. პროექტის ბენეფიციარებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მახარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
პროექტი ითვალისწინებდა ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (მწვავე, ქრონიკული სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე პირებისათვის); ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციას; სოციალური პროექტების დაფინანსებას შემოსავლის წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.