მესტიის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ მაღალი რისკიდან გამომდინარე, პრევენციის მიზნით, საჭიროა მესტიის მუნიციპალიტეტში არსებულმა კაფე-ბარებმა და რესტორნებმა, აღარ მიიღონ ადგილზე კლიენტები და მომსახურება უზრუნველყონ მხოლოდ გაცემის სერვისით. ამ დროისთვის, შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მონიტორინგი, თუ რომელი კაფე-ბარები და რესტორნები გადავლენ გაცემის სერვისზე და დანერგავენ ადგილზე მიტანის სერვისს.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მონიტორინგის დასრულების შემდეგ მიაწვდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.