BBC - ჩინელებმა მედიკამენტების გარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობა სახალხო მედიცინის მეშვეობით, კერძოდ კი ძირტკბილას ფესვებითაც შეძლეს - ირაკლი გოგავა
20-03-2020, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველი პოლიტიკოსი ირაკლი გოგავა BBC-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჩინელებმა მედიკამენტების გარდა, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობა სახალხო მედიცინის მეშვეობით, კერძოდ კი ძირტკბილას ფესვებითაც შეძლეს.

 

 

"2018 წელს ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის მიწვევით უკრაინაში ვმუშაობდი, სადაც მთავრობას და ჯანდაცვის მინისტრს კონსულტაციებს ვუწევდით რეფორმების საკითხებში.

 

 

იქ გავიგე ძირტკბილას ფესვების საოცარი სამკურნალო თვისებების შესახებ. მარტივად რომ ავხსნათ, ადამიანის ორგანიზმი შეიცავს ლიმფურ სითხეს, რომელიც 90%-ით შედგება ლიმფოციტებისგან. სწორედ ლიმფოციტები არიან ჩვენი იმუნური სისტემის სადარაჯოზე. ისინი ნებისმიერ უცხო სხეულს (ვირუსი, ბაქტერია, მძიმე მეტალები...) მიერეკებიან ლიმფური გზებით ლიმფური კვანძებისკენ, სადაც ხდება მათი საბოლოო განადგურება. შემდეგ კი ლიმფური გზებით დახოცილი ვირუსები, ბაქტერიები გამოიდევნება ორგანიზმიდან ბრძოლაში დახოცილ ლიმფოციტებთან ერთად. ძირტკბილა აჩქარებს ლიმფური სითხის მოძრაობას ადამიანის ორგანიზმში, წმენდის პროცესს უფრო სწრაფს ხდის და შესაბამისად, ამაღლებს იმუნიტეტს. მას შემდეგ ვიყენებ ძირტკბილას რეგულარულად და უნდა ვაღიარო, რომ თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

 

 

მთავარი სიურპირიზი კი ახლახან დაბეჭდილი ბრიტანული "ბიბისი"-ს სტატია იყო, სადაც წერენ, რომ ჩინელებმა მედიკამენტების კურსის გარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობა სახალხო მედიცინის მეშვეობით, კერძოდ კი ძირტკბილას ფესვებითაც შეძლეს.

 

 

საქართველოში ძირტკბილას ფესვები იყიდება აფთიაქებში და ძვირიც არ ღირს. მიუხედავად "ბიბისი"-ს სტატიისა, დადასტურებით არ ვიცით როგორ მოქმედებს ძირტკბილა კორონავირუსზე. თუმცა ის დანამდვილებით ვიცით, რომ ის წმენდს ლიმფურ სისტემას, ორგანიზმს და უდაოდ ამაღლებს იმუნიტეტს.

 

 

იდეალურია თუ ძირტკბილას მიაყოლებთ: ენტეროსგელს, აქტივირებულ ნახშირს ან თეთრ თიხას. ეს სამივე ადსორბენტია და იწოვს ლიმფის მიერ კუჭ-ნაწლავის სისტემაში გამოტანილ ტოქსინებს, მძიმე მეტალებს, დახოცილ ვირუსებს, ბაქტერიებს.

 

 

არ შეიძლება ძირტკბილას მიღება მათთვის, ვისაც დიაბეტი ან მაღალი შაქარი აქვს. 

 

 

ინტერნეტშიც საკმარისად არის ინფორმაცია ძირტკბილას შესახებ.

 

 

მიღების წესი: ძირტკბილას ნაყენს ვაყენებთ (როგორც ჩაის), დილით უზმოზე ერთი ჩაის ჭიქა (200 მლგ), 15-20 წუთში ერთი სუფრის კოვზი ენტეროსგელი. ძირტკბილას

 

 

ფესვის ნაყენის მიღებიდან 60-90 წუთი არ ვსაუზმობთ.

 

 

ადსორბენტებში საუკეთესო ენტეროსგელი ან თეთრი თიხაა, რადგან მათ სასარგებლო მიკროფლორა არ გამოყავთ ორგანიზმიდან.

 

 

ცხადია, ეს ყველაფერი თქვენს ექიმთან გადაამოწმეთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ და, დედა და ბაბუა ექიმები მყავს, მე თავად სხვა სპეციალობის ვარ.

ქართ. ძირტკბილა (სატკბურა)

 

 

ლათ. Glycyrrhiza glabra

 

ინგ. Licorice, Liquorice, Sweet

 

რუს. Солодка, Лакрица

 

 

P.S. მოქეიფე ხალხის საყურადღებოდ: "პახმელიაზე" ასევე კარგია ძირტკბილას მიღება, რადგან ინტოქსიკაციას ხსნის. ის ასევე აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და წონასაც აკარგვინებს.

 

 

P.P.S. ეჭვიანების საყურადღებოდ: არ მაქვს ძირტკბილას ყანა და არ ვაწარმოებ მის შეფუთვას, არც აფთიაქებში მაქვს წილი. " - წერს პოლიტიკოსი ირაკლი გოგავა Facebook-ზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი