დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მემარცხენე ფრთის ვეტერანი პარლამენტარი, ჯერემი კორბინი გახდა. მან დღეს გამართულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. კორბინმა 422,664 საერთო ამომრჩევლიდან 251,417 ხმა მიიღო, რამაც 59.5% შეადგინა.
66 წლის ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, რომელმაც თემთა პალატაში თავისი პოლიტიკური კარიერის 32 წელი გაატარა, პირობა დადო, რომ ისეთი ბრიტანეთისთვის იბრძოლებს, რომელიც უფრო ტოლერანტული იქნება და რომელშიც ყველა ფენა თანაბარად იქნება ჩართული ქვეყნის საკეთილდღეოდ.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მან სადიყ ხანს, ლეიბორისტული პარტიიდან ლონდონის მერის კანდიდატად გახდომა მიულოცა და აღნიშნა, რომ იმისდა მიუხედავად თუ ვინ იქნებოდა არჩეული დღეს პარტიის ლიდერის თანამდებობაზე, იგი ხანთან მომავალი თანამშრომლობისთვის მზად იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.