საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ დაცვის ასეულმა დაბინძურებული ტერიტორიის დეკონტამინაციის მიზნით, სიტუაციური სწავლება ჩაატარა
20-03-2020, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და  ბიოლოგიური) დაცვის ასეულმა დაბინძურებული ტერიტორიის დეკონტამინაციის მიზნით,  სიტუაციური სწავლება ჩაატარა. სწავლების სცენარის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებმა ურბანულ გარემოში  მოქალაქეების, ავტოტექნიკისა და ტერიტორიის დასუფთავება განახორციელეს. 

 

 

პირადმა შემადგენლობამ დაბინძურებული გარემოს  გაწმენდა იმ სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის  გამოყენებით უზრუნველყო, რომელიც ქართულ მხარეს ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან უსასყიდლოდ გადაეცა.

 

 

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეული  მსგავს წვრთნებს რეგულარულად გადის და მათ ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორები ამზადებენ. 

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი   გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლასა და  აშშ-ის „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან“ DTRA მჭიდროდ თანამშრომლობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი