დიმიტრი ხუნდაძე: „საგანგებო ვითარებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა“
20-03-2020, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგანგებო ვითარებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა , - განუცხადა ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

მისივე თქმით, ევროპასთან შედარებით საქართველომ მოიგო სამი კვირა, რაც ძალიან კარგია.

 

 

„პირველი, შეკავების ფაზა გავიარეთ საკმაოდ წარმატებულად, ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც ერთი-ორი კვირა გაგრძელდება და მას მოჰყვება უკვე კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები, სწორედ ამას ვეძახი მე უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას და აქ უფრო მეტი ყურადღება გვმართებს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ეს ვითარება დავძლიოთ, მაგრამ აქ აუცილებელია მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური სიმჭიდროვის განტვირთვა - დარჩით სახლში!“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი