სარფის, ლარსისა და წითელი ხიდის სასაზღვრო ზონებთან საკარანტინე ადგილები მოეწყობა, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სახმელეთო ზონიდან ძალიან გაიზარდა მოქალაქეების შემოსვლა.
„დღეს გაიმართა შეხვედრა ბატონ პრემიერთან. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა დეტალი, რომელიც ამ ვითარებაში არის მნიშვნელოვან. გამოიკვეთა რამდენიმე ახალი საჭიროება, მაგალითად ძალიან გაიზარდა ნაკადები სახმელეთო ზონებიდან შემოსვლის მოქალაქეების, ეს არის სარფი ლარსი და წითელი ხიდი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერისგან, რომ სასწრაფოდ მობილიზებული იქნას ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ადგილები. ვინაიდან დღევანდელი გადაწყვეტილება არის ასევე, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, განთავსებული იქნება აუცილებლად საკარანტინე ზონაში. ვინაიდან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა იმ მოქალაქეზე ზრუნვა, რომლებიც დღესდღეობით იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.