ონლაინ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 29% სამხედრო გზით სახელმწიფო გადატრიალებას თავიანთ ქვეყანაში მხარს დაუჭერდა, მაშინ როცა 41 %-მა განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია მსგავსი რამისათვის მხარდაჭერა.
როგორც ბრიტანული "გარდიანი" იუწყება, გამოკითხვა YouGov survey -მ ჩაატარა. ორგანიზაცია ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა თემაზე პერიოდულად ახორციელებს გამოკითხვებს, მათ შორის პოლიტიკაზე, საზოგადოებრივ საქმეებზე, ბრენდებზე და პროდუქტებზე. ამჯერად კი ინტერნეტში ჩატარებულ გამოკითხვაში, ზემოთ აღნიშნულ საკითხზე, 1 000 ადამიანი მონაწილეობდა.
გამოკითხვით ასევე ირკვევა, რომ რესპუბლიკელების 43% სამხედრო გზით ძალაუფლების აღებას გარკვეულ შემთხვევებში მხარს დაუჭერდა, მაშინ, როცა დემოკრატების მხოლოდ 20% და დამოუკიდებლების 29% მიემხრობოდა იგივე ქმედებას.
მთლიანობაში მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა, როდესაც მონაწილეებს ჰკითხეს, "ჰიპოთეტურად დაუჭერდნენ თუ არა მხარს სამხედრო გზით ხელისუფლების შეცვლას იმ შემთხვევაში, თუ არჩეული ხელისუფლება დაიწყებდა კონსტიტუციის დარღვევას". 43-მა პროცენტმა ამაზე თქვა კი, 29-მ კი არა.
theguardian.com
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.