ბიზნესმენმა კორნელი კემულარიამ, ინდივიდუალურმა მეწარმემ „სერგო ბერაიამ“ და შპს „პულსმა“ სხვადასხვა დასახელების კვების პროდუქტი (სიმინდის ფქვილი, ღერღილი, ზეთი, შაქარი, პურის ფქვილი, მარილი) ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრებს გადასცეს.
საკვები პროდუქტები ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ (ხანდაზმულ) 66 მოქალაქეს გადაეცემა. პროდუქტების ადგილზე მიტანას მოხალისეთა ჯგუფის წევრები უზრუნველყოფენ. სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე კამპანიაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ და თავიანთ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.