პაატა იმნაძე: „მე გავეცანი მსოფლიოში სხვადასხვა მწარმოებლის 15 თუ 16 ტესტს, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს“
20-03-2020, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც კერძო სექტორში შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომელიც პირველ რიგში, ვალიდური იქნება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

 

 

როგორც მან აღნიშნა, გაეცნო მსოფლიოში სხვადასხვა მწარმოებლის რამდენიმე ტესტს და მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს შესაბამის ელემენტარულ სტანდარტებს.

 

 

„მე პირადად უკვე გავეცანი მსოფლიოში სხვადასხვა მწარმოებლის 15 თუ 16 ტესტს, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს, რომელსაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს, არ ჩავუღრმავდები დეტალებს, პროფესიული მგრძნობელობა იქნება, თუ რამდენ ნიმუშზეა გატესტილი წარმოებაში ჩაშვებამდე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

პაატა იმნაძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამთავრობო დონეზე.

 

 

„ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოგახსენათ, რომ მოლაპარაკებები მიდის სამთავრობო დონეზე, რაც გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანა როდესაც გაძლევს ტესტს, მას სხვა გარანტია აქვს, როდესაც ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, ამას ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება, რადგან უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, რომ ე.წ ფეიქტესტები იწყებს, აღმოსავლეთ ქვეყნები გამოირჩევა ამით, რომ უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს და შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს უხარისხო ფეიქტესტები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი