კახა ბექაური: „კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისებზე შეღავათები მისცენ“
20-03-2020, 14:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს. კომისიის თამჯდომარემ კომპანიებს მიმართა, მოახდინონ რესურსების სრული მობილიზება, რათა ქეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გამართულად და შეუფერხებლად მუშაობდეს. კახა ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ ვითარებაში, კომპანიები დაეხმარონ მოსახლეობას და  მათ მომსახურებებზე გარკვეული შეღავათები მისცენ. 

 

 

„მოცემულ სიტუაციაში ისეთი კრიტიკული მომსახურებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიც არის სატელეკომუნიკაციო სერვისები, საერთოდ სხვა რეჟიმში უნდა მუშაობდეს, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას გარკვეული შეღავათები მივცეთ და დავეხმარო. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში, განვსაზღვროთ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენს სფეროში, რათა მოსახლეობას პრობლემები  არ შეექმნას და შეუფერხებლად მიიღოს სატელეკომუნიკაციო სერვისები“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარემ კახა ბექაურმა. 

 

 

სწორედ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომისიამ მოუწოდა კომპანია „მაგთიკომს“ თავად შეაჩეროს 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის დაანონსებული გაუქმება, რადგან ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ არის პაკეტების გაძვირება არ გაძვირებაზე საუბრის და მსჯელობის დრო. 

 

 

„ახლა, დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დადგეს მსგავსი საკითხები. კომპანიას მინდა მოვუწოდო, რომ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ და არა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვილაპარაკოთ პაკეტების გაძვირება-არ გაძვირებაზე, რადგან ბევრი წელია ეს პაკეტი არსებობს ბაზარზე და მოსახლეობა მიჩვეულია მას.   კომისიის პოზიცია ასეთია და ახლა კომპანიამაც უნდა გადადგას ნაბიჯი. არ მგონია „მაგთიკომს“ რამე უშლიდეს ხელს დაანონსებული გადაწყვეტილების შეჩერებაში. ამიტომ გთავაზობთ, დღეს გადავდოთ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაუქმების საკითხის განხილვა და ეს კვირა მთლიანად გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები და კორექტირება მოვახდინოთ. კომისია მზადაა ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაოდ და კომპანიისგან ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“,- განცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი