კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების საგანგებო მიღება გაიმართება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც პაციენტები გადამისამართდებიან.
„საავადმყოფოებში მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება ემერჯენსცენტრი. გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც პაციენტებს, საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ, იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.