გარდა, სამედიცინო სავალდებულო რეკომენდაცია-მოთხოვნების შესრულებისა და ეპიდემიის პირობებში სამედიცინო სისტემის მაქსიმალურად ფუნქციონერებისა, საჭიროა სწრაფი სოციალ-ეკონომიკური ცვლილებების გატარება, თუ გვინდა, რომ ქვეყანა მწვავე სოციალური აფეთქებისგან ვიხსნათ, რომელსაც უმძიმესი შედეგები ექნება ყველა თვალსაზრიდით, მათ შორის პოლიტიკურ ასპექტში!
თავიდან რომ ავიცილოთ მოვლენების ამგვარი განვითარება აუცილებელია, რომ არსებულ კრიზისულ მდგომარეობაში, ხელისუფლებამ ეპიდემიის გავრცელების საფრთხის გამო დაზარალებული, სამუშაოს, ფულადი დანაზოგის და ლუკმაპურის გარეშე (თვითიზოლაცია აუცილებელია, მაგრამ მოსახლეობის 10-20%-ს აქვს ამის შესაძლებლობა, დანარჩენები კი, თუ 2 და მეტი კვირა ვერ იმუშავებენ - შიმშილი მოუღებთ ბოლოს! - გასაგებია???!!!) დარჩენილი ქვეყნის მოსახლეობის ნდობა მოიპოვოს, როგორც ზნეობრივმა და კრიზისულ სიტუაციაში მმართველობის უნარების მქონემ, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს შიმშილის პირას მისულ საკუთარ მოქალაქეებზე! დიახ, საჭიროა, რომ ხალხმა დაინახოს ხელისუფლების თანადგომა, მასთან ერთიანობა, უწინარესად სოციალური, ფინანსური თვალსაზრისით!
აქედან გამომდინარე:
1. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირებს (პარლამენტარები, მთავრობის წევრები, საკრებულოს წევრები, გამგეობის თანამშრომლები, სახელმწიფო რწმუნებულები და სხვა.) უნდა გაუნახევრდეთ ხელფასები, მოეხსნათ პრემიები თუ ბონუსები. აგრეთვე, მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელ პირებს, მოადგილეებს და ა.შ.
2. სამი თვის მანძილზე, ქვეყნის მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც წლიური შემოსავალი 30 ათას ლარზე ნაკლები აქვს, განთავისუფლდეს კომუნალური გადასხადებიდან და ეს თანხა დაფარული იქნას სახელმწიფო ბიუჯეტიდან!
3. კომერციულ ბანკებს, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს ეთხოვოს, რომ მათ, მოქალაქეებს სამი თვით გადაუვადონ გაცემული სესხების საპროცენტო მომსახურება!
4. წლის ბოლომდე შეწყდეს, მოქალაქეების მხრიდან საპენსიო შენატანების განხორციელება!
5. ეპიდემიის საფრთხის გავრცელების გამო, გაჩერებულ მცირე და საშულო ბიზნესის მესვეურებს, როგორც დაზარალებულებს დაუწესდეს შესაბამისი ფინანსური შეღავათები!
სამედიცინო ასპექტში:
ა) სწრაფად დაიწყოს საჭირო რაოდენების ვირუსის დამდგენი ხარისხიანი ტესტების შეძენა და მოსახლეობის ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწინარესად, სახელმწიფოს სახმელეთო სასაზღვრო საკარანტინო ზონებში!
ბ) კერძო სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იქნებიან, დაუწესდეს შემცირებული საგადასახადო რეჟიმი!
გ) გადაუდებლად, ხელისუფლებამ ჩინეთის საელჩოს მეშვეობით თხოვნით მიმართოს ჩინეთის მთავრობას, რომ მათ საქართველოში მოავლინონ სამედიცინო პერსონალი, ექიმები, მედდები, ლაბორატორიული კვლევის და ანალიზის მცოდნე სპეციალისტები, იმ რაოდენობით, რამდენსაც თავად ჩათვლიან საჭიროდ!
დ) ასევე, მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციას და "წითელ ჯვარს" ეთხოვოს, რომ მათი შესაძლებლობის ფარგლებში შესაბამისი დახმარება აღმოგვიჩინონ, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებით!
ე) ეპიდემიასთან საბრძოლველად, დაუყოვნებლივ დაიწყოს ტრენინგი საქართველოში არსებული სამედიცინო სასწავლებლების უფროსკურსელი სტუდენტების და ასპირანტების!!!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.