პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში მთავრობის მიერ მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს
20-03-2020, 16:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში გადადგმული ნაბიჯები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პრემიერც მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.

 

 

მთავრობის მეთაურმა პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან ისაუბრა გამკაცრებულ ზომებზე, რომელიც ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების ფაზაზე გადასვლისთანავე მიიღო.

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, დღემდე მთავრობის მიერ ინფექციის შეკავების მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანია, აქცენტის შენარჩუნება სოციალურ დისტანცირებაზე, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.

 

 

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ვირუსის გავრცელების შეკავების მექანიზმების აღსრულების აუცილებლობაზე, რათა მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მაქსიმალური ეფექტი მოიტანოს.

 

 

შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება ქვეყანაში ეპიდემიის შეკავების, ტესტირებისა და  აქტიური იდენტიფიცირების თვალსაზრისით.

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა ისაუბრეს თავიანთ ხედვაზე საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპულ გამოცდილებაზე.

 

 

მათი შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა, მათ შორის სოციალური დისტანცირების კუთხით, შედეგები გამოიღო, ახლა მთავარია შემდეგი ეტაპებისთვის ადეკვატური მომზადება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორის მზაობას ენიჭება.

შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი