ლევან დავითაშვილი: „ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს“
20-03-2020, 17:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქვეყანაში სურსათის წარმოების და იმპორტის, არსებული მარაგებისა და ფასების კუთხით არსებული ვითარება განიხილა.

 

 

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის  სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრმა მოადგილეებს კონკრეტული მიმართულებების მონიტორინგი და კონტროლი  დაავალა.

 

 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემიერთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილ ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო)  არ მოხდეს ფასების  სპეკულაციური ზრდა, ასევე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი პროდუქციის შეუფერხებელი მიწოდება.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო არსებული მცირე შეფერხება ამ დღეებში სრულად აღმოიფხვრება. სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენა, რათა უმოკლეს დროში მომხდარიყო საავტომობილო გზების გაწმენდა და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სურსათით დატვირთული, დაახლოებით, ათასზე მეტი ავტომანქანა ქვეყანაში შემოსულიყო. მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები ფოთის პორტში შემოსული გემებიდან პროდუქციის შეუფერხებლად გადმოტვირთვის უზრუნველყოფისთვის.

 

 

სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუდმივ კომუნიკაციაშია მოსახლეობის  სურსათით უზრუნველყოფაში ჩართულ ყველა რგოლთან და 24 საათიან რეჟიმში იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ, რათა სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების კუთხით შეფერხება არ იყოს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ახლი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი