„გვინდა, მაქსიმალურად მოვახერხოთ და შევუმსუბუქოთ ეს მძიმე ყოფა ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა, ადგილსამყოფელ ქვეყნებში აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში. შესაბამისად, იქნება მიღებული მიდგომები და გადაწყვეტილებები თითოეული ქვეყნის მიხედვით. მათთან არ წყდება მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელებისა და გამოცხადებული პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და ამ კუთხით საზღვარგარეთ მცხოვრები/მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორელების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოისმინეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა მალხაზ გულაღაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგენლებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ და ასევე დეტალურად ისაუბრეს მათთვის ქართული სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ.
„ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეჟიმზეა გადასული საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო სფეროსა და სამართალდამცავების მსგავსად, საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საკონსულოები, საელჩოები და თითოეული დიპლომატი, რომელიც იმყოფება უცხოეთში მისიებში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არიან მუდმივ კავშირზე დიასპორულ ორგანიზაციებთან, სასულიერო პირებთან, საპატიო კონსულებთან, ახალგაზრდა ელჩებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და ინსტიტუციებთან, რომელიც გაგვაჩნია საზღვარგარეთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხშირ შემთხვევაში გართულებულია მედპერსონალთან წვდომა, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად იგეგმება და მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ -კონსულტაციები.
„ვიმედოვნებ, რომ როდესაც ასეთი მაღალი კონსოლიდირებაა სახელმწიფო სტრუქტურებში და ასეთი მაღალია სოლიდარობა საზოგადოებაში, ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უახლოეს მომავალში ამ პრობლემას დავძლევთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.