ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში კაფეები, ლუდხანები, რესტორნები, ღამის კლუბები, თეატრები, კონოთეატრები, სავარჯიშო დარბაზები, გართობის ცენტრები დაიკეტება
20-03-2020, 21:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით საზკვების ობიექტები -კაფეები, ბარები და რესტორნები უნდა დაიკეტოს პარასკევ ღამიდან, გარდა საკვების გამოძახებით მიღების მომსახურების ობიექტებისა, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

 


ასევე „მალე, რაც შეიძლება გონივრულად მოკლე დროში“ უნდა დაიკეტოს ღამის კლუბები, თეატრები, კონოთეატრები, სავარჯიშო დარბაზები, გართობის ცენტრები.

 

 

ჯონსონმა თქვა, რომ მდგომარეობა გადაიხედება ყოველთვიურად.

 

 

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ზომები, რომელიც ძალაში შევა მკაცრად გაკონტროლდება. მან დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს, პარასკევ ღამეს გარეთ არ გავიდნენ: „ახლა, ჩვენ უნდა შევძლოთ ადამიანების ფიზიკური დისტანცირების წესების დანერგვა და დაცვა. რაც უფრო ეფექტურად მივყვებით რჩევას, რომელიც გვეძლევა, მით უფრო სწრაფად და სრულად გაუმკლავდება ქვეყანა როგორც სამედიცინო, ისე ეკონომიკურ პრობლემებს“.

 

 

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა დასაქმებულებს, რომლებიც არ მუშაობენ, ხელფასის 80%-ს გადაუხდის, თვეში 2 500 ფუნტ სტერლინგამდე (საქართველოს ეროვნული ბანკის 20 მარტის ოფიციალური კურსით, 9 400 ლარი).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი