საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი
21-03-2020, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

 

 

მისივე ინფორმაციით, სამი ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტი ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული, დანარჩენი ორის შესახებ კი, მისთვის ინფორმაცია ცნობილი არ არის.

 

 

„დღეისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევა დასტურდება. აქედან ერთი ახალი ჩვენი ცენტრიდან არის. გუშინ თბილისის ინფექციურ კლინიკაში 21 ტესტი ჩატარდა და ერთთან მივიღეთ დადებითი პასუხი. დანარჩენთან უარყოფითი.

 

 

პარალელურად როგორ იცით, შემოსულ პაციენტებთან, რომლებთანაც უკვე გავიდა 15-16 დღე პერიოდულად ტარდება ტესტირება, ჯერჯერობით დინამიურად გაუმჯობესებულია, სუსტი დადებითი მაჩვენებლი აქვთ ტესტის შედეგებს, რაც უკვე ამბობს, რომ იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც განმეორება სჭირდება, ალბათ უკვე ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი იქნება. ამაზე თანდათანობით მოგაწვდით ინფორმაციას. მონიტორინგი შეგვიძლია, ჩავატაროთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ერთი ახალი ესპანეთიდან შემოტანილი შემთხვევაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა დასტურდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი