თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით, რომლის დირექტორი გუგული მაღრაძეა, კორონა ვირუსით გამოწვეულ სიტუაციასთან ფსიქოლოგიურად გასამკლავებლად ჩამოყალიბდა ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული ფსიქოლოგიური, ემოციური პრობლემები აქვთ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით: შფოთვა, იზოლაციის შიში, ნევრვული აშლილობა და სხვ.
ამასთან დაკავშირებით, შეიქმნა ფეისბუქ გვერდი.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასო კონსულტაცია მიიღონ ტელეფონის, ასევე Skype-ის საშუალებით.
ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფში ჩართული არიან კვალიფიციური, სერტიფიცირებული, გამოცდილების მქონე ფსიქოლოგები, რომელთა დახმარებით მოქალაქეები მიიღებენ სასარგებლო, დამამშვიდებელ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.
„ვფიქრობ, ასეთი რამ საჭიროა, რადგან ყველა ადამიანის ფსიქიკა არ არის იმდენად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს იმ სტრესებს, რასაც იწვევს მსგავსი ვითარება. ამიტომ კვალიფიციური ფსიქოლოგები დაეხმარებიან ადამიანებს ამ სტრესების მართვასა და დაძლევაში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.