21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
21-03-2020, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე   ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს. საქართველო წელს მეცხრედ უერთდება  მსოფლიო ინიციატივას მსოფლიო გზავნილით - „გადაწყვეტილება ჩვენზეა“.

 

 

ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

სამინისტროს მიზანია, ნებისმიერ პირს შეუქმნას ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცე და საზოგადოებაში დაამკვიდროს ადეკვატური ღირებულებები სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ. ამ მიმართულებით სამინისტრო „ინკლუზიური სწავლების პროგრამას“ მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

 

 

პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:

 

  1. მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობის ქვეპროგრამა - მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ პირების (მათ შორის შშმ პირების) სწავლების ხელშეწყობა.
  2. ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა პროფესიული განათლების საფეხურზე - სსსმ და შშმ პირების პროფესიულ განათლებაში ჩართვისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ და შშმ სტუდენტების განათლების ხელშეწყობა.
  3. საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების ქვეპროგრამა - სენსორული (სმენა) დარღვევის, საშუალო, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევის, აუტისტური სპექტრის მქონე და ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება.
  4. განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით - სხვადასხვა მიზეზით განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვთა განათლების უზრუნველყოფა. ყველა ბავშვის ფორმალური განათლების სისტემაში ჩართვისა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარების ხელშეწყობა. სკოლის ადრეული მიტოვების პრევენცია. მიზნობრივი ჯგუფების სოციალიზაციის მიზნით საჯარო სკოლების ბაზაზე სხვადასხვა პროექტის განხორციელება.
  5. ინკლუზიური განათლების საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა - ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების მიმდინარეობის პროცესის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა. ქვეპროგრამის ფარგლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით იქმნება დამხმარე საგანმანათლებლო რესურსები, გზამკვლევები და პოსტერები.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი