ჰააგის სასამართლოში საქართველოდან მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე იქნება
21-03-2020, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

91 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი − საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა დაამტკიცა. საქართველომ ლორთქიფანიძის კანდიდატურა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 30 მარტამდე უნდა წარუდგინოს.


ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევისთვის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, კანდიდატებს კონკურსის გავლა და საარჩევნო კამპანიის წარმოება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოუწევთ, საბოლოოდ კი, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალი მოსამართლეები 2020 წლის დეკემბერში აირჩევიან.


კანდიდატი ეროვნულ დონეზე შეირჩა მაღალი სტანდარტის პროცედურების დაცვით:


შერჩევის პროცედურა დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის დადგენილებით და იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი;
შერჩევის პროცედურა სრულად შეესაბამებოდა ჰააგის სასამართლოს წესდების (რომის სტატუტის) მოთხოვნებს;
კონკურსის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ოფიციალური კორესპონდენცია დაეგზავნა მთლიან სასამართლო სისტემას, ადვოკატთა ასოციაციას, პროკურატურას, უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
კანდიდატის კვალიფიკაცია შეაფასეს ჰააგის სასამართლოს ყოფილმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა − ყოფილმა მოსამართლე ეკატერინა ტრენდაფილოვამ და ყოფილმა განმწესრიგებელმა ჰერმან ვან ჰებელმა;
კანდიდატის პროფესიული რეპუტაცია და რომის სტატუტის მოთხოვნებთან შესაბამისობა მთავრობის წარდგინებით შეაფასა საქართველოს პარლამენტმა;
კანდიდატს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ და საბოლოოდ საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის ხმებით − დეპუტატების 3/5-ის უმრავლესობით − დამტკიცდა გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა;
კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩართული იყვნენ იურიდიული პროფესიული და აკადემიური წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჰააგის სასამართლოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები, ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტო.


აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატის შესარჩევი პროცედურა, საქართველოს გარდა, ჯერ არცერთ სახელმწიფოს არ უწარმოებია, რაც საქართველოდან წარდგენილი კანდიდატის საერთაშორისო დონეზე წარმატების საფუძველს იძლევა.


ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარადგენს, ვინაიდან წელს უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს ეწურება. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი