ლევან დავითაშვილი: „მოსახლეობა სურსათს შეუფერხებლად მიიღებს“
21-03-2020, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. 

 

 

„დღეს არსებულ ვითრებაში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში მომარაგების კუთხით შეფერხება არ მოხდეს და განსაზღვრულ ძირითადი  მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

მინისტრმა ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს გააცნო ის მექანიზმი, რომელითაც სახელმწიფო ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასებს დააზღვევს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროში შემუშავდა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“, შემოსავლების სამსახურთან ერთად. ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის,  რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოახდენს 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას მოახდენს.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა. შესაბამისად, სამინისტრო სასურსათო უზრუნველყოფაში ჩართულ ყველა რგოლთან აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პროდუქციის მიწოდების სრული ჯაჭვი შეუფერხებლად ფუნქციონირებდეს. 

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი