[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლას-ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ხინჩეგაშვილმა ჯამში 5 შეხვედრა მოიგო. ფინალურ დაპირისპირებაში კი მან ირანელი ჰასან რაჰიმი დაძაბულ შეხვედრაში, ბოლო წამებზე 5:4 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალთან ერთად, ხინჩეგაშვილმა 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც აიღო.
მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასევე 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს პრიზიორები გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) გახდნენ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კი ლაშა გობაძე (80 კგ).
ჯამში, საქართველოს დელეგაციამ მსოფლიოს ჩემპიონატზე 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური თამაშების 4 ლიცენზია (ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე) მოიპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.