ლევან დავითაშვილი: „საგანგებო მდგომარეობა სურსათის შეძენას აბსოლუტურად არ ზღუდავს“
21-03-2020, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენს ქვეყანაში კომენდანტის საათი არ შემოდის, არავის გადაადგილება არ იზღუდება. საცალო ქსელები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, ასე რომ, სურსათის შეძენა აბსოლუტურად არ იზღუდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 

 

„ის რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში ყოვლად მიუღებელია, ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს. დახლზე შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გარკვეული საათების განმავლობაში უბრალოდ არ იყოს, რასაც საფუძველი არა აქვს, რადგან მოწოდების და მარაგების კუთხით სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ეს შექმნის პრობლემებს უშუალოდ მოსახლეობისთვის, ასეთი ხალხმრავლობის პირობებში ჩვენ ვზრდით ეპიდემიოლოგიურად რისკებს. უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ და მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა დღეებში“. - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

მინისტრის განცხადებით პრემიერ მინისტრის დავალებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად  ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება. მარაგები საკმარისია, გახსნილია ლარსის საბაჟო პუნქტიც და სურსათი შემოდის ჩვეულ რეჟიმში.

 

„მოსახლეობისთვის მგრძნობიარე სურსათის სახეობებზე - 9 პროდუქტზე, შევიმუშავეთ ფასები დაზღვევის მექანიზმი. გვქონდა შეხვედრა ფაქტობრივად ყველა სექტორთან და იმ 9 პროდუქტთან ერთად, არ გაიზრდება პურის ფასიც. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ  გარანტირებული იქნება სურსათის მიწოდება ქვეყანაში და პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი