დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის შვილი სკოლაში შინაგან საქმეთა მინისტრმა წაიყვანა
14-09-2015, 01:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, მისმა მოადგილეებმა, სხვადასხვა დეპარტამენტის, სამხარეო სამმართველოების და განყოფილებების უფროსებმა, რიგითმა პოლიციელებმა შს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების შვილებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და სკოლაში წაიყვანეს.


2015 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების - გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის შვილებისთვის მამის გარეშე პირველი სასწავლო წელია. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბექა მარგიშვილის შვილი – ოთარ მარგიშვილი სკოლაში პირადად წაიყვანა, ხოლო გიორგი ბერუაშვილის შვილი, მარიამ ბერუაშვილი - მამამისის მეწყვილე გიორგი მახარაშვილმა.


შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელების შვილებს, უფროსკლასელებს გურამ დოჩანაშვილის წიგნი „სამოსელი პირველი“ გადასცეს, თავად ავტორის და შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სამახსოვრო წარწერებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი - სასკოლო ჩანთა, მაჯის საათი სიმბოლური წარწერით და სასკოლო ნივთები.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული აქციით კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს იმ რიგითთა და ოფიცერთა მარადიულ ხსოვნას, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის სურვილია, რომ დღევანდელი აქციით თითოეულმა ამ ბავშვმა იგრძნოს, რომ ქვეყანა არ ივიწყებს მათი მამების ღვაწლს სამშობლოს წინაშე, ყოველთვის მათ გვერდითაა და ზრუნავს მათზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი