აბა, მოკლედ გეტყვით...
საქართველოს პოლიტიკურო - სპექტრო, "ელიტავ, კლასო", ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ე.წ. არასამთავრობოებო, "თავისუფალო" მასმედიავ, ბიზნესბოსებო, სხვადასხვა საზოგადოებრივო ფენებო! საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მას შემდეგ, რაც ქართველები ქრისტეანულ სარწმუნოებას ეზიარნენ, ეფუძნებოდა 2 ბურჯს, ხელისუფლების 2 შტოს, საეროს და საეკლესიოს, საქართველოს მირონცხებულ მეფეებს და საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელ კათოლიკოს-პატრიარქებს!
მაშინაც კი, როცა სხვადასხვა იმპერიების ვასალები ვიყავით და მტრების მიერ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა გაუქმებული იყო, ხოლო ქართული ეკლესია განადგურების პირამდე მისული, ქართველი ხალხს მაინც იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს მტრებისგან გაათავისუფლებდა, აღადგენდა ერთიანი საქართველოს სამეფოს, სამეფო ტახტზე ეყოლებოდა მირონცხებული მეფე და საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად, წესისამებრ აღსაყდრებული კათალიკოს-პატრიარქი!
საუკუნეების განმავლობაში მრავალი სისხლისმღვრელი ომები გადაიტანა ქართველმა ერმა, რომ ეს 2 ბურჯი შეენარჩუნებინა, მე-19 საუკუნის დასაწყისში კი, ჯერ მეფობა გაგვიუქმა "ერთმორწმუნე" რუსეთმა და შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიაც!
დიახ, უკვე 2 საუკუნეზე მეტია, რაც ქართველებს მირონცხებული მეფე არა გვყავს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას საუკუნე დასჭირდა, რამდენიმე წელში კი, წაგვგვარეს და ათეულობით წელი დაგვჭირდა, რომ 30 წლის წინ ავტოკეფალია მოგვეპოვებინა!
ამას იმიტომ გიყვებით, რომ გითხრათ, - უმეფოდ დარჩენილ საქართველოში, ქართველი ერის ცნობიერებაში თუ ქვეცნობიერში, ვერც ერთი საერო ხელისუფლება, რომელიც 200 წლის განმავლობაში და უკანასკნელი 30 წელიწადის განმავლობაში იყო, ან მომავალში იქნება, ვერ შეედრება თავისი სიყვარულით, სანდოობით და მხარდაჭერით, წარსულში არსებული საქართველოს მირონცხებული და თავდადებული მეფეების ხელისუფლებებს!
ჰოდა, დღეს, ქართველ ერს, რაც კი სანუკვარი დარჩა სახელოვანი წარსულიდან, - ეს გახლავთ ქრისტეანული სარწმუნოება, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მღვდელმთავრები!
ამიტომ, გაითვალისწინეთ, ვინმემ თქვენგანმა რომ გაბედოს ქართული ეკლესიის, უწმინდესი და უნეტარესი კათალიკოს-პატრიარქის, სასულიერო პირების, მორწმუნე მრევლის შეურაცხყოფა, შევიწროება, ჩათვალეთ, რომ - პოლიტიკოსები პოლიტიკური გვამები ხართ, ხოლო დანარჩენები, რა "დამსახურებაც" არ უნდა გქონდეთ, იცოდეთ, რომ იოტისოდენა პატივისცემაზეც არ იოცნებოთ ქართველი ერის მხრიდან!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.