„სამედიცინო გუნდზე, ამირან გამყრელიძის მეთაურობით, მოსაზრება ადრეც გამოვთქვი და აღარ გავიმეორებ... უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამყვან ქვეყნებზე ეფექტური აღმოჩნდა ე.წ. „პანდემიის“ მართვაში“ - ირაკლი გოგავა
22-03-2020, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება წამყვან ქვეყნებზე ეფექტური აღმოჩნდა ყველა მიმართულებით ე.წ. „პანდემიის“ და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვაში.

 

 

„ყურადღებით ვაკვირდები კარგად ორგანიზებული „პანდემიური ისტერიის“ წინააღმდეგ 20-მდე ქვეყნის ხელისუფლების რეაგირებას, მათ ნაბიჯებს, გადაწყვეტილებებს დროში. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამყვან ქვეყნებზე ეფექტური აღმოჩნდა ყველა მიმართულებით ე.წ. „პანდემიის“ და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვაში. სამედიცინო გუნდზე, ამირან გამყრელიძის მეთაურობით, მოსაზრება ადრეც გამოვთქვი და აღარ გავიმეორებ. ამგვარი ძალისხმევების შედეგად საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე სამჯერ ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოს საშუალო მონაცემი.

 


ახლა მთავარია პოსტკრიზისული პროგრამის ისე შემუშავება, რომ ეკონომიკისთვის ზიანი მინიმუმამდე დავიდეს. თუ ხელისუფლება ამ საქმეში საზოგადოებასაც ჩართავს, უკეთესი იქნება, ვინაიდან ნებისმიერ, თუნდაც იდეალურ გადაწყვეტილებასაც კი კრიტიკის ქარცეცხლი მოყვება უპასუხისმგებლო პოპულისტური ჯგუფებისაგან“, აცხადებს ირაკლი გოგავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი