პაატა იმნაძე: საკმაოდ ასაკოვანი ვარ, მაგრამ მეც არ მოვსწრებივარ ეკლესიასთან კომუნისტების ბრძოლას.. მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში?
22-03-2020, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „TVპირველის“ ეთერში იკითხა, „მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში?“

 


„სიმართლე გითხრათ, ვერ ვადევნებ თვალ-ყურს ვერც მედიას. იმართება რაღაც დისკუსიები. მეჩვენება, რომ უბრალოდ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში? ჯერ იყო ჩინელებზე იყო რაღაც, ასე ვთქვათ, და კიდევ კარგი, რომ მაშინ მედიას სწორი პოზიცია ეკავა მგონი და იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს, სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ცოტა ფრთხილად ვიყოთ ყველა ამ თემებთან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ და დასძინა, რომ ეკლესიასთან საბჭოთა პერიოდის მსგავსი მეთოდებით ბრძოლა არ არსი მიზანშეწონილი.

 


„საკმაოდ ასაკოვანი ვარ, მაგრამ მეც არ მოვსწრებივარ... კომუნისტების პირველ ეტაპზე იყო ასეთი – მებრძოლ ღვთისმგმობთა კავშირი თუ რაღაც. აი, იმ მეთოდებით არ შეიძლება უბრალოდ ეკლესიასთან ბრძოლა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ და დაამატა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები ეხება ყველას - როგორც მორწმუნეს, ისე ათეისტს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი