სამართალდამცავი უწყებების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავი უწყებების და უწყებების შესაბამისი სამსახურეობრივი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაიცა შესაბამისი დავალებები.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა იზოლაციის, კარანტინის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლზე, შეკრების უფლებამოსილების წესის და დისტანცირების დაცვის აუცილებლობაზე, ხაზი გაესვა, რომ სოციალურ დისტანცირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იზოლაციის ან კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გასატარებელ ღონისძიებებს, რომელიც აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის შესაბამის დაწესებულებაში იძულებით გადაყვანასა და სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლას და ხაზი გაესვა, რომ გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე; ითქვა, რომ ტვირთბრუნვისა და გადაზიდვების მიმართულებით შეფერხებები არ იქნება და ამ მიმართულებით, მაქსიმალურად გამარტივდება პროცედურები, რათა შეუზღუდავად მოხდეს ტვირთების გადაზიდვა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან ახლობლებს და მთლიანად, საზოგადოებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.