[ვიდეო] მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ასეულობით საქართველოს მოქალაქე, რომლებიც ევროპის აეროპორტებში არიან გაჭედილი, საქართველოში ვერ ბრუნდებიან და თავად რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, უფასოდ გაუგზავნიდა თვითმფრინავებს
22-03-2020, 20:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში გაჭედილია მრავალი ასეული საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აიღეს ბოლო დარჩენილი ფულით ბილეთები და საქართველოში ვერ ბრუნდებიან.

 

 

იგი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, უზრუნველყონ მათი დაბრუნება საკუთარ სამშობლოში.

 

 

 

 

„სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში გაჭედილია მრავალი ასეული საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აიღეს ბოლო დარჩენილი ფულით ბილეთები.

 

 

ეს ხდება ვენაში, ეს ხდება ამსტერდამში, ეს ხდება იტალიაში, ეს ხდება გერმანიაში და მათ ქონდათ იმედი, რომ საქართველოს ავიახაზები მათ მიერ აღებული ძვირი ბილეთებით ჩამოიყვანდა მათ და საკუთარ სახლებში დააბრუნებდა.

 

 

თქვენმა ხელისუფლებამ გუშინ აკრძალა ამ რეისების შესრულება!

 

 

უამრავი საქართველოს მოქალაქე დარჩენილია ფულის გარეშე, სამედიცინო დაზღვევის გარეშე, დოკუმენტების გარეშე, ძალიან ბევრ ქვეყანაში.

 

 

მე რომ ვყოფილიყავი დღეს უფასოდ გავუგზავნიდი ამ თვითმფრინავებს - არაერთხელ გამიკეთებია ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს!

 

 

მოგიწოდებთ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გთხოვთ შემოუშვათ საქართველოს მოქალაქეები და უზრუნველყოთ მათი დაბრუნება საკუთარ სამშობლოში - შეწყვიტეთ საბოტირება რეისების შესრულების!

 


ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“, - აცხადებს სააკაშვილი.

 

 

კომენტარები: 1
#1   ლეილა
      
ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ ჩამოიყვანს! მიშა მიშაა.!
27 მარტი 2020 17:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი