კასპში, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი ნაგვის ურნებს აზიანებს
14-09-2015, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კასპში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა თუ პირთა ჯგუფმა, ავტოსადგურიდან მოყოლებული ე.წ. წყალსაქაჩის ხიდამდე გალვანიზირებული დიდი ზომის ურნები წააქცია, ხოლო მწვანე მცირე ზომის ბოძებზე განთავსებული ურნები დააზიანა და ძირს ჩამოყარა.


აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


როგორც გამგეობა იუწყება, ეს უკვე მეორე შემთხვევაა და ანალოგიური ფაქტი 2014 წლის 13 თებერვალსაც მოხდა, როდესაც ურნები მდინარე ლეხურაში გადაყარეს. მათი ამოღება კი მხოლოდ ტექნიკის გამოყენებით გახდა შესაძლებელი.


შპს „კასპისკეთილმოწყობის“ სამსახურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა კასპის პოლიციას, რომელმაც ფაქტი თავადაც დააფიქსირა და დამნაშავის ძებნას უკვე შეუდგა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი